პოეზია · ლირიკა
შენკენ მოვილტვოდი
(მთიელთ ასიყვარული)
ბედი ჰქონია გარგუნეს ვისაც...ნეტავი თავი არ დამეზოგა -ჯიუტი, შლეგი და ავი ზნისა,შემოვხიზნოდი იმ შენს ეზო-კარს.
ზედიზედ, ვისგან გეყოლა ძენი,მეძუძურს, ღვარად დაგდინდა ხსენი...მეც მოვზიდავდი ფეხკავშას ლაგამს,
ნეტა ცხვარ-ძროხა მემწყემსა შენი.
დამამწუხრებდა უფრო სხვა რაღა...ვის დარჩა ძველი ეზო და კალო?!.ვაითუ დაჭკნი, ის აღარა ხარ,თინიბეგაის თვალჭრელო ქალო!..