↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 89 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
მითხარ, რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება,რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით,კოჭლიც მიწოდე, თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდებადა გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით, რადგანშენი ბადალი, თავად ვიცი, მე არ ვბრძანდები,ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამდა სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.შენს სავალ გზაზე დაივანებს სრული მშვიდობა,ჩემს ბაგეს არსად წამოსცდება შენი სახელი,რადგან ის კაცი ღირსეულად დაგემშვიდობა,ვინც იყო შენთვის უღირსობის გამომსახველი.ჩემი არსება მე საძულველ მტრად შემომყარე,ვინც შენ არ გიყვარს, აღარც ჩემთვის არის მოყვარე.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი