პოეზია · ლირიკა
სონეტი 90 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
თუ მიმატოვებ, ახლა წადი... ახლა დამტოვე,როს ბედისწერის მრისხანება გასცდა ნაპირებს,შენც, ვით განგებამ, დავრდომილი დამიმარტოვედა ახლა წადი... წასვლას სულიც სანამ აპირებს.სმენა მიაპყარ ჩემს გულისთქმას – რას გეუბნება,ჯერ მახვილს ზურგში ნუ ჩამასობ თავგამეტებით,ღამეულ ქარებს ნუ მომიქცევ ცისკრის ღრუბლებად...ჯერ მე და სევდა ქვეყნად ერთად დავეხეტებით.და როცა წახვალ, შეაყოვნე ნაბიჯი წამით,ვიდრე საწუთროს ჭირ-ვარამი მემათხოვრება,დე, შენმა მზერამ წამიერად შეიცნოს ამით,რა უსაშველო ტანჯვაშია ჩემი ცხოვრება.სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება,რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება.