პოეზია · ლირიკა
* * * ცოტაც, მზეო, ცოტაც კიდევ
ცოტაც, მზეო, ცოტაც კიდევ,ოქროსაფრებიანო,იქნებ, ჩასვლა ცხრა მთას იქითცოტაც შეაგვიანო.
იქნებ, შევწვდე ზღვისფერ ლაჟვარდს,ზღვისფერ თვალთა ეშხითა,ღრუბლებს თავი მოვაწონოქართან შეჯიბრებითა.
დავბრუნდები, მზეო, მაგრამმეც არ ვიცი, როდისა.ალბათ, წვიმად შემოვყვებიდღეებს შემოდგომისა.