↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 32 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
როცა ვიქნები საუკუნო ძილით მძინარი,სიკვდილის ფერფლი დააყუცებს სულის გოდებას,მერე თუ შეგვხვდა ჩემი ლექსი ნაცოდვილარი,შენი მიჯნურის სტრიქონები მოგაგონდება.მთ შეადარებ, რასაც შექმნის ახალგაზრდობა,მიხვდები მაშინ – არც კი ღირდა შესადარებლად,მაგრამ, ძვირფასო, ჩემი ლექსი იმით ფასდება,რომ მარადიულ სიყვარულის ცეცხლს ატარებდა.იფიქრე, რომ არ ჩამქრალიყო ჩემი ცხოვრება,რომ არ გაესწრო აწყვეტილი დროის ჭენებას,ჩემი ლექსები იქცეოდნენ წინამძღოლებად,ახალ სტრიქონებს აანათებდა შენი მშვენება.მგრამ გახსოვდეს, სიცოცხლიგან ვარ გამიჯნული,ახლებში რითმა დააფასე, ჩემში – მიჯნური.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი