↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 33 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
ათასი ლურჯი რიჟრაჟი მაქვს მოსაგონები,მთის მწვერვალები – ზეცისაკენ ატყორცნილები,მნათობის ოქროს ბაგეები – ველს ნაკონები,და წყაროები – მზის სხივებით დაკოცნილები,მაგრამ ხანდახან იბურება ზეცის ტატნობი,შავი ღრუბელი ეხურება ციურ მშვენებას,მაშინ ცოდვიან დედამიწას სტოვებს მნათობიდა დარცხვენილი დასავლეთში ჩაესვენება.ერთხელ, ცისკარზე ჩემმა მზემაც გამოაშუქადა გულდაკოდილს გამიბრწყინა შუბლი მეფურად,მაგრამ დიდება ბედისწერამ წამით მაჩუქა,ჩემი მნათობი ლეგა ნისლმა ისევ შებურა.უსხივოდ დავრჩი, არ ვუჩივი მაინც ბუნებას,მიწის მზე რა, თუკი ზეცის მზეც იბურება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი