↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 34 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21598 ნახვა

—
რადგან შევიტყვე, რომ მზიანი დარი გვეწვია,უმოსასხამოდ გამოველ და გავყევ გზა-შარას,მაგრამ ღრუბელი ქარ-წვიმებით წამომეწიადა შენი სახეც, მშვენიერი, ნისლმა წაშალა.თუმცა ბურუსში შენმა სხივმა გამოიარა,შემისრო სახე, დაკოდილი წვიმის ღარებით,რა მალამოა, რაიც მხოლოდ არცენს იარას,მაგრამ ტკივილს ვერ გაიყუჩებ მისი ხმარებით?!რას მარგებს ახლა, თუკი გული შენც გეკოდება,მონანიება შენი შვებას ვით შევადარო?!რა ბედენაა მუხანათის მწარე გოდება,მისი ნახმლევი თუ ჯვარივით უნდა ვატარო?!მაგრამ, დაღვრილი მარგალიტად, ცრემლი ნეტარი,არის განწმენდა ყველა ავი ნამოქმედარის.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი