↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 69 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
შენს გარეგნობას ნაკლი არც კი მოენახება,ყველას ატყვევებს მაგ ნაძერწი სახის დიდება,შენთვის არავინ არ იშურებს ხარკის გაღებას.ქება – დიდებას შენი მტერიც არ ერიდება.გარეგან სახეს გარეგნულად აქებენ მხოლოდ.ბევრ შენს მეხოტებს გულში თურმეიჭვი სდებია,და მაგ სახელის შარავანდედს ეღება ბოლო,როცა შენს სულის სიღრმეებში იჭვრიტებიან.ფიქრობენ სულიც მათთვის ნათლად გამოკვეთილა,რადგან იციან შენი ზოგი ნამოქმედარი,არამზადები გიყურებენ ვითომ კეთილად,შმორით იცვლება სურნელება მართლაც ნეტარაი…ვეღარ ახერხებ სულიც სახეს რომ დაამგვანო,რადგან დაცურავ უნიჩბოდ და უიალქანოდ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი