↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცნაური ხელობა

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11405 ნახვა

—
გათხრილ საფლავთან მესაფლევე გაისეირნებს,ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული,კაცი, რომელიც უცქეროდა ქვეყნის სეირებს,როგორც ჭინჭარი, როგორც ძეძვი, როგორც ველური.
გაგასვენებენ საძმე ურმებით, ფოთოლშემოყრილს,ნიშახარები დაფრთხებიან მონასტრის ზევით.ქანდაკებები ნაძვებიდან დაიყვირებენდა კრუხებივით დაფრთხებიან ციდან მზეები.
ჩამობნელდება... მტირალ წნორებს წაუვათ გულიუკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ ისეირებს.და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებულისასაფლაოზე პურის ჭამით გაისერნიებს.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი