პოეზია · ლირიკა
შენი სოფელი
გახსოვს ბაღები, სიმღერა, ჟრჟოლა,ყვავილნარევი ძეძვის ორღობე,ერთხელ რომ ლექსი გითხრა ტოროლამდა შენ ბავშვივით რომ მოიღრუბლე?
ტოლებთან ერთად მარწყვზე შეხვედრა,ცივცივი წყარო, ჭალა, მინდორი,ბინდში ნახირის მუნჯი ვედრება,მდინარის გაღმა ვეება ქორი.
შექვავებული მთებზე ცხვრის ფარა,ჩვენი ზედა რუ, და ეზო თქვენი,კაკლის რტოებში გაჭრილი შარადა დოესელი მესაფლავენი.
ამ ეკლესიას თხელ ქონგურებითვიგონებ, თითქოს გული ველდება...ნეტავ თუ კიდევ ხატი, ურმებიოდესმე სადმე გამახსენდება.