პოეზია · ლირიკა
შეხვედრა
თამაზ ჩხენკელს
მეც დამელოდე გაზაფხულამდე,სანამ შესცურავს ტბებში ნიავი.ირემი წყალშ შევა მუხლამდე -ლამაზი, სახეგაუქირდავი.
სანამ ხასხასა ჭავლთა თაიგულსგედის სველ ფრთებში ჩაეძინება,მოვალ და მეტყვი: წმინდა თაგორიინდოეთიდან მოედინება.
და ამ ზვირთებშ სულ კარგად მოჩანსრაბინდრანატის ზარების გლოვა.ბუდას ლოცვებით ვინც გადარჩება,მისტერიებით ის დაითრობა.
მოქუხს პოეტის დიდი მდინარე,გვრიტების სტვენა მოსწყდება ჭალას,მე წაგიკითხავ ვარდებს, ბენარესს,შენ კი მიმღერებ შენს გიტანჯალას.