↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სიზმარი

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11413 ნახვა

—
წუხელის შენი სიზმარი ვნახე,ხშირი ბაღები, ბოდვა მგოსნების,გადაბურული პალმებით ღამედა ოდნავ სველი კვიპაროსები.
რომ დაგეძებდი, ფოთლები მიხვდნენ,მითხრეს: ვარდებმა კოცნით დაღალესძლივს ჩაიძინა... მტრედებიც დასხდნენდა ნისკარტები ფრთებში დამალეს.
გულხელდაკრეფილ ძეგლებს ეღვიძათ...წარწერებს შლიდა შადრევნის ცვარი.ხეებს სიბნელე ძლივსღა ეჭირათ.ჰქუხდა ჩანჩქერი - ბაღების ზარი.
გათენდა უცბად... ამწვანდა არე,აგრილდა, ყველგან გაჩნდნენ ჩრდილები,მე ვნახე: შენი სიზმრების ღამედა, რო გივლია, ის ადგილები.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი