↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სოფელი

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11408 ნახვა

—
გავხედავ ხვართქლნარევ ორღობეს,ღელეთა მწუხრშო ჩახვეულ ლანდებს,მთის რვეროებთან მიხვეტილ ღრუბლებსდა ხიდის ყურზე წარმაგ ნალბანდებს.
ტოტის დარყვეტა, ტანა ნარიყი-როცა ვიგონებ, ფათფათი მჭვალავს,როგორც თვისტომი, ისე ვუყვარდიგვრიტების პრთებით მოჭედილ ჭალას.
როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ,დურდღლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო.ქვებივით დამრჩა გულის სიყარზეჭადრების ბინდი, კაკლების წენგო.
უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი,ფერისცვალება, საფლავზე ხილი,ამბრიანთ ოჩას დუქნის დუდუკიდა გალავანთან ჭრაქებით ლხინი.
პირველი თრთოლვა, როგორც შარბათი,ეტიდან ეტში იების გუბე,დილით თივის ქვეშ შველი ბარათი:'' რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე''.
აქ ბარბარუკა, იქ ნიშხა-ნიშხა,კვერნაკის ვაკე, რუხი მინდორი.მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის,მდინარის გაღმა ვეება ქორი.
ჩიტების როკვაბოკრო საბძელთან,მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები,ხან რუს ჩხრიალზე ღამე ნაძვებთან,ციცინათელას შუქის წვეთები.
ჭოტის ქოქოლა ჩვეენს ცაცხვის თავზე,ჭრაქის კიაპი, საქონლის ფშვინვა,კერძით გასვრილი ჯამი თაროზედა ძველი სახლი წისქვილის წინა.
წარსულს ჩამორჩი წარსულის ფერფლი,მტკვარი გინებით სადმე გამრიყავს.როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,როგორ მინდოდა იქ მოვკმდარიყავ.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი