პოეზია · ლირიკა
თიხის სამი ფირფიტა
წარწერა ოთარ ჭილაძის წიგნზეაკვირდები ცისარტყელას -ღმერთისა და კაცის ტიხარს.ტიხარს აქეთ - კაცი ხარ დატიხარს იქეთ - პოეტი ხარ!
თვითონ ღმერთის შესაქმნელი -ტანჯვით მოიპოვე თიხა,და ფირფიტა ვრემლით ზილე -ბედნიერი პოეტი ხარ!
მიგიტევეს სევდას ციურს -ფრთალაღი პოეტი ხარ.სხვაზე მეტი დარდი გაქვს დასხვაზე კაი პოეტი ხარ.
მიკვირს კიდეც ზოგჯერ, როცაჩვენთან გხედავ - დგახარ! ზიხარ!სულ ღმერთებში იტრიალებ,ოდეს აიღებენ ტიხარს!..