↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვფიქრობ სიკვდილზე

ტერენტი გრანელი 1898–1934

2010-08-121 წთ საკითხავი10099 ნახვა

—
ვფიქრობ სიკვდილზე და რაღაც სხვაზედა ჩემს გარშემო ფიქრების ტყეა.ისევ მარტო ვარ სევდიან გზაზე,ისევ შაბათის მზიანი დღეა.
ეს ჩემი გული ისევ ის არიდა ეს დღეები სევდისფერია.გაქრა აგვისტო, როგორც სიზმარი,დღეს მხოლოდ ოთხი სექტემბერია.
ალბათ მოვა დრო, მეც არ ვიქნებიდა ჩემი მტერი მიწა მგონია.ისევ ახლოა შენზე ფიქრები,ისევ ახლოა ეს მაგნოლია...
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი