პოეზია · ლირიკა
იორის ღამე
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მთვარე შრიალებს ფიჭვივითდაუსრულებელ ოხვრაში,ამოდის კოხტა ბიჭივითცისკარი ახალ ჩოხაში.
ეს მთვარე ვიღამ შეკერა,ვინ არის მისი მკერავი?ეს გული ვიღამ დასხლიტა,ბურთივით გაუთქერავი?
შენ დამარწიე, იორო,მაჩქეფე თავზე მირონი;დალაგდნენ ლექსის ჯიქნებადეგ შენი სანაპირონი ―
შენი ჩანჩქრები, საწურიაბრეშუმისა ბადითა,შენს ვენახებში სუფრებიჩონგურითა და მწვადითა;
შენი ბდღვრიალა კალმახი,აცვია თითქოს ჩითები;დილა, რომელსაც ნისკარტითეზიდებიან ჩიტები...
და უწმინდესი ტაძარი,არხზე წისქვილი პატარა;შენმა ტინებმა სიმაგრელექსებში გამომატანა!
შენი ფშანების ნაჟურილექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი,თუ ამოგხაპეს, გაგყიდეს,გავხდები შენი ვაჭარი!
მთვარე შრიალებს ფიჭვივით,დაუსრულებელ ოხვრაში;ამოდის კოხტა ბიჭივითცისკარი ახალ ჩოხაში...
მთვარე გომბორზე წაიქცა, ―რძით გავსებული ტაგანი...იორზე ვმღერი წნორებთან,ერთი იმ წნორებთაგანი!