↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პასუხის პასუხი

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

2014-09-124 წთ საკითხავი8171 ნახვა

—
სარჩევი 5
  1. II
  2. III
  3. IV
  4. V
  5. VI
Iჩვენ უჩინონი,ჩვენ უჩინონითქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ...იქიდამ ვკნავით,სად თქვენის მადლითხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.
ჩვენ ვვლეთ რუსეთი,მაგრამ არც ერთიხელობა თქვენი არ გვისწავლია;ჩვენი ქვეყანა,მკვდარი თქვენგანა,თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.
ლიბერალობა,პატრიოტობასალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;თქვენგან ჩაგრული,დაბრმავებული,ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.
ქვეყნისა ბედიდა ხსნის იმედითქვენებრ ხელში მჩვრად არ გაგვხდომია;კაცის მხნეობა,კაცის ზნეობათქვენებრ ჩინებით არ გვიზომია.
სარწმუნოებადა სათნოებაფარისევლობად არ შეგვიქმნია,თქვენი სლოკინი,ხელთა ფოტინიღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია.
როს მოვედით ჩვენ,მსწრაფლ გიცანით თქვენ,შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი;რად ჰკვირობთ მასა,რომ თქვენს ანბანსავერ შეაჩვიეთ ვერვინ ჩვენგანი.

II

მითამ რად გიკვირთ,რომ მაღლა ვყვირითმილიონებზედ და სხვაზედ არა!თქვე ყოვლად ბრმანო!თვით ოკეანოერთად თავმოყრილ წვეთით შემდგარა.
მაშ რაღადა გვგმობთ,ოდეს ჩვენ ვცდილობთერთმანეთობით მილიონრობას?თქვე ნაცარმქექნოდა გულნამცეცნო,აქაც ძირს უთხრით ღარიბთ ერთობას.
ვართ უღონონი,უგზო-უკვლონიმით, რომ თქვენ ჰყრიხართ უქმად ჩვენშია,ჩვენ მოკუნტულნი,თქვენ გაბღინძულნი,ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია.

III

იმით თამამობთ,რომ ბეზღით გვწამობთურჯულოებას, ღვთის უარყოფას?ღმერთი არმობის,ღმერთი ყალბობისარ ურწმენია ჩვენსა თაობას;
ღმერთი მზაკვრობისდა თვალთმაქცობის,ღმერთი უქმობის უარუყვია,ღმერთი ხარბობისდა მძარცველობისთქვენთა მზგავსთათვის მას დაუთმია.
ხოლო გვწამს ღმერთი -უქმთა წარმწყმედი,ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი,ღმერთი ტანჯულთა,ღმერთი ჩაგრულთა,ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი;
ყოველთა ძმობის,თანასწორობისმოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული,ძლიერთ დამბმელი,უძლურთ ამხსნელი,თქვენგვარ კაცთაგან გმობილ-დევნული;
ორგულობისა,ორპირობისაძირსა დამცემი და დამთრგუნველი,ფარისეველთა,სადუკეველთაგამაკიცხველი და გამდევნელი.
მან კუბოს მორთულს,შიგ სიმყრალით სრულს,თქვენებრი კაცი არ დაადარა?!ზაკვით სავსენო,ავმორწმუნენო,ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.

IV

„მტერობა ენისარს მტრობა ქვეყნის“ -მაგ აზრისა ვართ თანახმა ჩვენა,მაგრამა გმობა,ენისა მტრობაბრალად ვის დავდვათ - ჩვენა თუ თქვენა?
ეხლა რომ ბღავით,თქვენ არ იყავითენის პატრონი ჩვენზედ უწინა?!.ჩვენ ძუძუს ვწოვდით,როცა თქვენ ჰგმობდითენას და ხალხსაც გარეთ და შინა.
ის არ ხართ თქვენა,რომ ღვიძლი ენაბრძანებით დაჰსთმეთ აღმოსაკვეთად?!შიშით არც კარშიდა აღარს სახლშიმას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად.
„ენა მაღალი,მის სიღრმე, ძალი“,ჩვენგან კი არა, თქვენგან წამხდარა;პირველ თქვენგანმა,იმა ბედშავმა,მას მკვდრის სუდარა გადააფარა.

V

ენა მდიდარი,თქვენს ხელში მკვდარი,ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად,და ამასაც თქვენცოდვად გვითვლით ჩვენ,რაღა პირითა დახვალთ ამ ქვეყნად!
თქვენგან გმობილი,თქვენგნით ლტოლვილიენა ჩვენს ქოხში ჩვენ შევიფარეთ;კარგად თუ ავად,ჩვენ მას ვინახავთდა მის სიკვდილით არ გაგახარებთ.
გვიან თუ მალე,დღესა თუ ხვალე,რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდება,მაგრამ კი თქვენიმრუდე საქმენიისევე ისე მრუდედ დარჩება.

VI

„უგზოდ მვლელნოო,უსწავლელნოო“, -ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს,რომ ჩვენზედ ბევრსათვით იწყველება,- ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართევლოს!
ვინა ყრიხართო,ვირები ხართო, -მაგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება?მაგრამ შოთამ ჰსთქვა, -რაც კოკაში ჰსდგა,იგივე თურმე წარმოსდინდება...
28 იანვარი, 1872 წ.
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი