↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

2014-09-121 წთ საკითხავი8159 ნახვა

—
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხშიბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:აგიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა,და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
1861, ოკტომბერი,ს. ყვარელი
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი