↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

ილია ჭავჭავაძე 1837–1907

2026-07-181 წთ საკითხავი2072 ნახვა

—
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი