↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიწავ ჩემო

მაჭავარიანი მუხრან

2015-09-121 წთ საკითხავი6968 ნახვა

—
შენი, მიწავ ჩემო,ვინც კი იცის გემო;როგორ დავიჯერო, -თავს არ შემოგევლოს!
იმერეთო ქვემო,იმერეთო ზემო, -სიყვაროლო ჩემო,სიხარულო ჩემო...ძამა გურულებო,ჯიმა სამეგრელო,ძმაო ქართლ - კახეთო,მესხეთ - ჯავახეთო;მარნის ჩვენის ეშხიმტერსაც ჩავახეთქოთ,ოღონდ ჩვენს საქმეშინაკლებ ჩავახედოთ.
დიდგორისა ველო, -ახლა ცრემლისმგვრელო,კრწანისისა ველო, -დღესაც გულისმკვლელო...რაღა გავაგრძელო,მთელო საქართველო, -სასოებავ ჩვენო, -რა ვქნა, რა გიშველო!შენი მიწავ ჩემო,ვინც კი იცის გემო;როგორ დავიჯერო, -თავს არ შემოგევლოს!
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი