პოეზია · ლირიკა
შემოდგომის სურათები
I
მწიფე ყურძნითხარობს თვალი ,წელს უხვი ჩანს მოსავალი ...სახლის უკანბღავის ბალი :– ვაი , ჩემი ტყაბის ბრალი !
II
წვიმა გახშირდა ...დაჭკნა გვირილა .ხეზე მტრედივითშემოჯდა ზვინი .საწნახელს სისხლიწასკდა ცხვირიდან , -ჭურში ორშიმომჩატუნტრა ცხვირი .
III
ცეკვავს წისქვილის დოლაბი ,ტაშისკვრაში საცერი ,ფუჩეჩში ჩასაფრებულანედლი სიმინდი – შემწვარი ;აღფრთოვანებაამ მცირე მიწიდან აღმონაცენი ,ვით ცეროდენა კვერცხიდანამოფრენილი მერცხალი , -ლაღად მოივლის ქვეყანას ,შინაურია ყველგანა .