პოეზია · ლირიკა
არქივიდან
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 გაკეთებული შამპანური. ვალსი. კაბარე.შინდაბრუნება გაღონებდა. სამაგიეროდ.კოშკს აშენებდა მეგობარი ვინმე პიეროროცა გნახე და სიზმრებიდან გამოგაპარე.
ბოლოს რჩებოდა არაფერი. რაღაც. თავშალიდა არაფრისგან დაფარული ჩვენი სიშორე.თუმცა კოცნისთვის ორიოდე ღამეც ვიშოვეთ.არ გაგვიხდია სიყვარული მაინც საშაროდ.
იყო გაგება. უცნაური. ხოლო შორიდანმოგონებებიც რბილდებოდნენ რაღაც განგებით.ურთიერთობა პირადი და ეპისტოლური.ნალარნაკალი გვირილები და წახნაგები.
დამამახსოვრდა. გიკითხავდი ბოლოს ტიციანს.იყო საღამო. განშორების რეპეტიცია.