პოეზია · ლირიკა
მამას
- მკაცრიაო, სითბოს არ ამხელსო, - იტყოდა დედა...მჯეროდა, მაგრამ...ბავშვობაში, გამღვიძებია, თან არაერთხელ,როდესაც მამა,შენ, ჩემს ოთახში, სარკესთან მდგარი, თმას ისწორებდი.
- მკაცრიაო, სითბოს არ ამხელსო, - იტყოდა დედა...არადა,შენს ოთახშიც ხომ იდგა ისეთივე, სარკით,კარადა...