↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემზე არ იდარდო!

ჯანაშია ნათია

2026-07-181 წთ საკითხავი2024 ნახვა

—
ჩემზე არ იდარდო, უკეთ ხარო მეუბნებიან,და მეც ვუჯერებ...აღარც ვსვამ უკვე, თბილ წყალსა დასეფისკვერზე გადამიყვანეს.დღეს დილას შემხვდა აფთიაქთან შენი ძმაკაცი,გვარად - მუჯირი.მოგიკითხა ცალყბად, თურმე ახლახანსგამოსულა საპყრობილედან.გაჩერებაზე წელში მოხრილ ქალთან შევჩერდი,დედიკოს ჰგავდა...ნაოჭები ზურგით დაჰქონდა, რა გაეწყობა,სჯობს ხანდახან არც გაიაზრო...ზამთრის ქარმა მოსაპარი სხვა რომ ვერ ნახა,ჩემს თვალებში ცრემლი დაგავა.ქარსაც ჰქონია გულის ჯიბე, გასაფანტავად დაენანა,კართან, დიზელის ჩანთაცდილობდა სამშობლო ჩაეტია,შენ მიფრინავდი ანუ მე ვკვდებოდი...ცაზე ვარსკვლავები ბალახობდნენ,გულში საზრდოს ეძებდნენ ჭიაღუები.უსასრულობისკენ გაფრენილ ბუშტს მჩატე იმედით დავეკიდე.დიდი ხანია ჩემს არსებობასშენი სიცოცხლისთვის ვაჭიანურებ.ვლოცულობ დიდხანს დაგჭირდე, ჩემზე არ იდარდო,ექიმს ვუჯერებ!

ჯანაშია ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი