პოეზია · ლირიკა
ფიქრიას
დღეს რაც გიცადე მარტო, ქალშავო,მეცხრედ ავიდნენ ჭალით ნისლები,მაგრამ შენ აღარ სჩანხარ საფშავლოს,ვსულწუხდები და ჯავრით ვივსები.
თითქოს აბჯარი უნდა ავისხა ,მოვკლა ე შხამით სავსე წუთები,როგორც კი მზერას დავცემ ფშავის ხევს,მწირი მწარე გულს ავეყუდები.
უცებ ამიტანს ჟინი და უნდაამოვდო ჩემსა ლურჯას აღვირი,შუაფხოსა და უძილაურთასშემოვვარდები კვლავ ყაჩაღივით.
სოფლის ბოლოზე ისევ დაგეძებ,როგორც მშიერი ქორი წიწილას,მაგრამ მაშრება სიტყვა ბაგეზეუკან ვბრუნდები ისევ პირწბილად.
გზაში ნაცნობი ხეთა რტოებიერთურთს რატომღაც ოხვრით ჰკოცნიან,მივყვები ჭალას განმარტოებით...გათხოვდი? მართლა? მომილოცნია!