↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ მეუბნები

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6048 ნახვა

—
ნუ მეუბნები, რომ ვერ გიწამებ,რომ ჩემი გული სხვამ გაიყოლადა მალე კიდევ სხვა გამიტაცებს,შენი კი... იყო და არა იყო რა!..
სევდით და იჩვი ნუ მიღლი თვალებს,ნუ ამბობ, რომ ეს განცდა ჩაცხრბა,რომ ყველაფერი გაივლის მალე,რომ დასრულდება ეს გატაცება!
ნუ მაქოთქოთებ დილით - მწუხრამდე,ჩემი გულის და ფიქრის ნაწილო!ღმერთმა ნუ ქნას, რომ არვის ვუყვარდე,ღმერთმა ნურც ის ქნას, სხვას შეგაცილო!
გულში ტრფიალის შხამი გუბდება,სჩანს, მისი ბოლო ისრით დავიჭერ,მაგრამ, ძვირფასო, ამის უფლებასვერც ვინ წამართმევვს, ვერც მიმანიჭებს.
ამისთვის შენაც არ გამიწყრები,ვიცი, არც აუგს იტყვი ამჯერად,შენ რომ მიყვარხარ თავდავიწყებით,ესეც მეყოფა ახლა სასჯელად.
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი