პოეზია · ლირიკა
ნუთუ ეს იყო
ნუთუ ეს იყო ყველაფერი,რაც უნდა მეთქვა?ნუთუ ეს იყოდასაწყისიც და დასასწულიც?მაშ ჩემს ბავშვობასრად დავსტირი, ან გულის ფეთქვასსად დაეკარგა ასე უცებადჩემი წარსული?
ნუთუ ეს იყო ყველაფერი?რასაც შევწირეჩემი ყველაზელამაზი და სპეტაკი ფიქრი,ათას ფერებშიმომავალი რომ ვაძერწვინე,ჩენი ცხოვრებისვაწერინე პატარა წიგნი.
ნუთუ ეს იყო ყველაფერი,რაც ჩემს წამებასბოლო დროს უნდანამუსივით შემორჩენოდა?მაშ რატომ გაქრა,როგორც თვალის დახამხამება,დედის ღიმილიჩვენი სახლის მყუდრო ჩეროდან?
ნუთუ ეს იყო ყველაფერი,რასაც დავცილდი,რისთვისაც ბევრჯერცხრაკლიტულის ვცადე დამტვრევა?მაშ რატომ მივალ სალოცავშიძველი კაცივითან დედაჩემისტკბილი წყევლა რად მენატრება?
ნუთუ ეს იყო ყველაფერი,რაც დღეს მაჩვენესიმედედა,მგზავრად,კაცობად და სინდის-ნამუსად?...ო, ღმერთო, ამასჯერჯერობით ნუ დამაჯერებ,თორემ ყველაფერსსაბოლოოდ წერტილს დავუსვამ!