პოეზია · ლირიკა
წეროები
ბელა ჩეკურიშვილს
ჩვენ ერთ მწკრივში ვართ ჩაბმულებიდა ისე მივფრინავთ.მივფრინავთ დარსა თუ ავდარში;მივფრინავთ იმ მიმართულებით,რომელიც ერთხელ ავირჩიეთ,მაგრამ სად? - ზუსტად არც ვიცით;მივფრინავთ,რადგან გულიიქით გვეწევა.
მივფრინავთ და, გვინდა - არ გვინდა,უნდა ვიფრინოთ;მივფრინავთ დღისით თუ ღამით,მივფრინავთ ძილში თუ ღვიძილში;მივფრინავთ მზეში თუ ქარიშხალშიდა გზა და გზა გვცვივა ბუმბულები.გვცვივა გულის წინწკლები და ცრემლებიც გვცვივა.
ჩვენი ბუმბული, ჩვენი გული, ჩვენი ცრემლებიცვივა დაბლადა ეფინება იმ ქვეყანას, რომელიც ყრუა,ბრმაც არის და გულგრილიცაა -ჩვენს მიმართ და ჩვენნაირთ მიმართ.მაინც მივფრინავთმივფრინავთ და სხვანაირად არ შეგვიძლია...
და აი, მომხვდა !... ფრთა მეტკინა - გვესვრიან კიდეც?...თუ უბრალოდ, დავიღალე და მეჩვენება?...მეტკინა და მომიტევე - სიმაღლეს ვკარგავ.სიმაღლეს ვკარგავ,მაგრამ ვცდილობ, არ დავეცე - არ ჩამოვვარდე,შენ კი გთხოვ: ძალა მოიკრიბე და წინ გადადი -ჩვენი მწკრივი არ შეკრთეს და არ აირიოს;წინ გადადი -მე უკან მოგყვები...
7 აპრილი, 2011 წელიხარება