პოეზია · ლირიკა
წერილი თბილისელ მეგობარს, რომელიც ახლა, იქნებ არც არის თბილისში
«Посылаю тебе, Постум эти книги»Иосиф Бродский «Письма Римскому другу»
რა ვთქვა ისეთი მოსასმენად ღირდეს, გამოდგეს?..მაინც ვიტყვი და იქნებ ცოტა გულზე მომეშვას.იქნებ, რამეთი გავამართლო უღიმღამო დღე,იქნებ, როგორმე გავუმკლავდე სიმარტოვესაც.
წერილად მოგწერ _ ამ საქმეში გამოცდილი ვარ,შენ კი იყავი რუფინუსი, გინდა _ პოსტუმი...ივლისია და შემოსილი ვარ მეც შილიფად,ჯანდაბას ყველა ჰალსტუხი და ყველა კოსტუმი!
არ მიძებნია საგანგებოდ ფორმა მიმართვისგვერდს ვუვლი მოდერნს _ვერლიბრსა თუ აპლიკაციას,და ასე, უფრო გულახდილად, ჩემი სიმართლით,ვანდობ ჩემს სათქმელს რითმიანს და თოთხმეტმარცვლიანს.
შენ გწერ ამ წერილს, მეგობარო, ხუმრობით ვიწყებ:ახლახანს იყო რომ გაგვყარა ჟამმა მედინმა.გაგისტუმრე და დარდად დამრჩა _ ნასვამი იყავ,საჭესთან ხომ არ ჩაგთვლიმა და ჩამოგეძინა?
ხუმრობით ვიწყებ და ღიმილით ვიხსენებ ჩვენიურთიერთობით გამოვლილ გზას _ განვლილ პერიოდსდა, მომიტევე, თუ ჩემივე ოდინდელ ჩვევითაქაც ტკივილი და ნაღველი გამომერიოს.
“რა გჭირსო?” _ მკითხავ და მოსხეპავ საფირმო ღიმილს.“ო, არაფერი, მუზამ ხელი მომითათუნა!”ნაღველი ხო და, არ ვაპირებ წუწუნს და ჩივილს,არ შეგაცბუნოს “გაუთლელმა” ჩემმა ქართულმა.
ძნელია ახსნა, რატომ ხდება ან ვინ ვინ არის,ან რას გაუგებ განგების და ბედის სამართალს? _შენ გღლის საქმე და საქმის გამო გზად ხეტიალი,მე კი უაზრო მოლოდინმა გამასავათა.
და მარტოობამ _ ცარიელი დღეების ფურცვლამ.თანაც, ხომ ნახე, ჩემო პოსტუმ, ჩემო რუფინუს,აქაურობა ისე მთრგუნავს, რომ ვეღარ ვუძლებ,ვეღარ ვუძლებ ამ სიდუხჭირეს და მკაცრ რუტინას.
და ისევ, ისევ მოიწყინა ჩემმა კარავმა,თუმც არ მწყურია არ მშია და ვარ გაპარსულიც.ვინმე ჭაბუკი ხომ არა ვარ? _ არა, არა ვარ,ორმოცდაათის ფინიშზე ვარ უკვე გასული.
აქ არაფერი იცვლება და არც რამე ხდება,თუ ვხედავ ეკრანზე და ისევ სიზმარში.არის სასჯელი, მაგრამ არის ერთგვარი შვებაც,ცხოვრობდე ჩუმ და უღიმღამო პროვინციაში.
შორს იმისაგან რითიც ცხოვრობს დიდი ქალაქი:შოუ-ბიზნესი, პოლიტიკა, სპორტი, თემიდა(კარგად დასწავლილ მანერებით და ლაპარაკით).შორს ყველაფრიდან _ ჭორებიდან, ინტრიგებიდან.
შორს, მაგრამ ამათ, აბა, როგორ დაემალები? _მავანთა ლაქლაქს, მასკულტურის როკვას ვნებიანს.შორს, მაგრამ ტელე-ეკრანების საშუალებითარ გვასვენებენ, აქაც სახლში გვივარდებიან.
აქ _ არაფერი. ის კი არა, სულაც რომ მკითხო,ჩვენს კამათელზე ახატია მხოლოდ “იაქე”.აქ არაფერი, მაგრამ სხვაგან რაც ხდება, ის ხომჩვენამდეც აღწევს, გვაღელვებს და გვაფორიაქებს.
ჩვენია და ამ სადარდებელს ვერ შევეშვებით,ვერ გავექცევით ვერსად წუთებს მწარე ფიქრიანს,ნერვებს გვიშლიან შინაურნიც და გარეშენიც:აგერ იქ _ საზღვარს, სხვაგან ძვირფას ფრესკას გვიშლიან.
არ ამთავრებენ ავყიანი ბურტყუნს და როშვასდა გვიყურებენ ისე, როგორც საკლავს ყასბები.ფიქრობ და სიმწრით წამოგცდება: “მამულო როსღააყვავდები და მართლა როდის აკაშკაშდები?..”
ვეღარ დალაგდა ეს ქვეყანა. ბევრი ცუდი რამდაგვატყდა თავზე ბოლო წლებში მძიმედ, ზედიზედ.აწეწილია მსოფლიო და გახიდული ვართაღმოსავლეთი-დასავლეთის გზაჯვარედინზე.
და კავკასიის ჭრელ დაფაზეც მიდის თამაში,საქართველოსთვის დიდებს შორის მიდის ბაზრობა.ასეთ წეწვაში როგორ გინდა იყო ლამაზი? _ახლა ყველაზე მთავარია საღად გაძრომა
ამ ამბებიდან და დადგომა სასურველ გზაზე.დღეს კი ჩვენ ისევ მიგვიყვანეს საშიშ ფერდობთან.უნდა გავუძლოთ, უნდა გავძვრეთ _ ამ შემთხვევაშიციმედით ვიყოთ, არ ეგების უიმედობა!..
ჩქარობს მსოფლიო. ეჩქარება სხვა დროში გასვლა.ცვივა ამბები შავ კადრებად, თუ კარტ-ბლანშებად.გაქრა სივრცე და თითქმის ყველა დრამა და ფარსიჩვენს თვალწინ ხდება, ვითარდება და თამაშდება.
ეს ყველაფერი გვეხლება და თანდათან გვბზარავს,და უსაშველოდ გაზრდილია სტრესის ტირაჟი.აქ არაფერი, მაგრამ მაინც, მინდა თუ არა,მეც ჩართული ვარ ამსოფლიურ ოეომტრიალში.
სულის მოთქმა კი, რათქმა უნდა, კვლავაც მჭირდება:ვკითხულობ, ვფიქრობ და უნარიც შემრჩა ოცნების.რა წიგნი მიდევს მაგიდაზე? _ გაგიკვირდება _“აღორძინების ესთეტიკა” ანუ ლოსევი.
იყო დრო წიგნის და ყველაფერს წიგნით ვზომავდით,ვკითხულობდით და გვიხაროდა, თანაც _ გვიკვირდა.ახლა კი ლამის ვიფიქროთ, რომ ძველი ხომალდისულ მალე გავა გუტენბერგის გალაქტიკიდან.
და საით წავა? კურსს, ნეტავი საით აპირებს? _კაცობრიობა საით წავა და გაფრინდება?..ღმერთმა თუ იცის! _ ეს საწყალი homo sapiensიქცა ნომრებად, მესიჯებად, ვებ-საიტებად.
პოეზია ხომ, რა ხანია, გადადო გვერდზე(ნაღდი საზომი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფულია).უხერხულია, კაცი იჯდე და ლექსებს წერდე,პოეტი გერქვას _ ახლა მართლა უხერხულია.
რა არის სიტყვა? _ აღარ თვლიან მას გროშის ფასად,რაღა დროსია ეს გრძნობები, ეს სიმარტოვე?..სხვა ტალღაზეა გადართული ხალხი და მასაპატივს მიაგებს მასხარებს და გლადიატორებს.
მაინც წერენ და, რა ვქნა, მეც ვწერ, კვლავ წერად ვზივარ,ოღონდ არ ვიცი, ვიტირო თუ უნდა ვიცინო.თითქოს მრცხვენია, რომ ვწერ და მეც პოეტი მქვია,მრცხვენია, მაგრამ განა რა მჭირს მე სასირცხვილო?
და ერთი რამეც უნდა გითხრა: ჯერ კიდევ მიკვირს,უბრალოდ მიკვირს და აღარ მგვრის უკვე სიბრაზეს,რომ ეს ამდენი ვიგინდარა, ხეპრე და ბრიყვირატომ წერს “ლექსს” და პოეტობას რატომ იბრალებს?!
თუმცა… შევეშვათ, ვის რა წესით ეთვლება “გოლი”,ვინ რა იკისრა, ვინ რა თქვა და ვინ ვის უსარმა.შევეშვათ ასეთ გადახვევას, რადგანაც, მგონი,ისეც დაგღალა “სიცხიანმა” ჩემმა უსტარმა.
მიდის ივლისი... სადაც ვიყავ, მე ისევ იქ ვარ,იქ, სადაც ღვინო ვიცით კარგი და სმა _ ნდომაზე.დაგელოდები _ შემოდგომა ორთავეს გვიყვარს,და რაღა დარჩა, რაღა დარჩა შემოდგომამდე?..
აქ დავამთავრებ, მეგობარო. თუ ვერ გახარებს,არც რაიმეთი დაგაღონოს ჩემმა ნაწერმა.მოდი, გარეთაც გავიხედოთ; რა ხდება გარეთ?..ალბათ იწვიმებს _ ელვამ ღრუბლის კალთა გასერა.
1. რუფინუსი _ადრესატი გივი გეგეჭკორის ლექსისა “პიტიუნტის რომაელთა სამხედრო ბანაკის პრეტორის წერილი მეგობრისადმი რომში”2. А. Лосев «Естетика возрождения»