↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მახეები

ჩხეტიანი თემურ

2005-12-121 წთ საკითხავი4746 ნახვა

—
თავიდან მე ჩიტი ვიყავი:მსუბუქი, უდარდელი, გულუბრყვილო...და ამ გულუბრყვილობის გამოგავები მათგან დაგებულ კაკანათში.თავი წამაწყვიტეს და ბუმბული გამაცალეს.
მერე მე ვიყავი კვერნა -ეშმაკი და სამალავებიანი,მაგრამ ამაო აღმოჩნდა ჩემი მოქნილობა -მაინც მოვყევი დასხლეტილ ხაფანგში -დამიჭირეს და ტყავი გამაძრეს.
ამის მერე ტახი ვიყავი -შლეგი და მოურიდებელიდა ურცხვად ვედებოდი ტყესა და ღრეს.ერთხელაც მათ გათხრილ ორმოში ჩავვარდი -თავზე დამადგნენ და თოფები დამაცალეს.
მერე კი სიავემ მძლია და მგლად გადავიქეციდა იქით ვაშინებდი მავანთ და მავანთ.მაინც გავები, თანაც - წინა ფეხით...ფეხი გადავიღრღენი, მაგრამ აქ - ჩემებმასისხლის სუნი იკრეს და დამფლითეს...
მე ახლა თეთრი პეპელა ვარ -არც დამალული და არც საშიში;მახე კი თურმე ჩემთვისაც ყოფილადა მოვხვდი ბავშვის პატარა, სამკუთხა ბადეში,და უკვე მის პატარა ხელებში ვცახცახებ.
ვცახცახებ, მეშინია და მაინც მჯერა(რატომღაც მჯერა და ველოდები),რომ გაიშლებიან პატარა ხელებიდა მე გამიშვებენცისკენ.
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი