↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი დედას

ლიპარტია სოსო

2006-01-131 წთ საკითხავი1024 ნახვა

—
არ შემავედრეს ქალწულ მარიამს,ნაგოლგოთარი კრავის წინაშე,შენმა მკლავებმა.ნასახლარიაჩემი სხეული.ყოფნის მირაჟიმე მომისაჯე, როგორც არყოფნა,როგორც სიბრმავე და სიეულე,ვიდრე ჩვენს სხეულს სივრცე გაჰყოფდა,ვიდრე მომკლავდა არაღვთიური,შენი თვალების დაშნა - სიცივედა უგულობაც, როგორც ასეთი -- მე განვიცადე და გავიცინესიმწრისგან...შენთვის...უხმოდ წავედიშენგან...ყველასგან...და ასე ვივლიბილიკზე, სადაც სიზმრებს დავათრევდა ვუსმენ წმინდა ქალწულის ტირილს,როდესაც ცრემლით ნაწერ ბარათებსგიგზავნი...დედა, რისთვის მომკალი?რა დაგიშავე ჯერ არშობილმა?დე, ქოფაკები ღამეს ლოკავენ(სიყვარულისგან უარყოფილო!),რომ შენი გული, როგორც ნადავლი,გაიტაცონ და დახრან ძვლებივითდა თუ ცრემლებით არ განიბანე,ვინ იცის - სულსაც გადასწვდებიანდა წაგიღებენ მუნჯი კივილით...თუმცა, სატირლად ისიც გეყოფა,რომ მზის ბილიკზე, როგორც სიკვდილი,მე, შენი ლანდი გადამეღობა...სექტემბერია.მე, ვხედავ სიზმრებს.მივყვები ბილიკს.მივდივარ ქარშიდა ვხვდები: მე ვარ ტანჯვის მიზეზი -- გულმკვდარი დედის ობოლი ბავშვი.

ლიპარტია სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი