↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაჭა

ლებანიძე მურმან

2021-01-132 წთ საკითხავი8308 ნახვა

—
1ფრთადაწყობილი, ფრთაჭრელისორს ქვემოთ ქვემო რაჭაა;მე თვითონ ზემორაჭველიგეტყვი: - ისაა, რაცაა!ვაზი ვაზს გადაჰკონია,იქ - სხვავაა და კრიხია,იქ, წესთან, ბარაკონია,იქ - კვიტაშვილის ციხეა/იქ - პური ცხვია თონეზე;იქ - ხვანჭკარაა პაწია,ვინც ჩვენ მსოფლიო დონეზესალაპარაკოდ გვაქცია.იქ - ნიკორწმინდა მღერის ცად,სხვა კოშკი - სხვა ნაპირზეა...იქ - ქვემო რაჭის ერისთვადავთანდილ შარაბიძეა.2რიონს აღმა მივუყვები,ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას;რა ხეობა-ჭიუხები!რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!- მოიწყინე, მურმან, რაზე?გვიქადიან აღმავლობას!ხვალ-ზეგ ვერ და, ზეგის- მაზეგშენც ხომ ამბობ ხალხმრავლობას?!- კი ბატონო, მყობადს ველი!დე, მტრის თვალი შურით ენთოს!კი, ბატონო! შენი მტერი,ჩვენი მტერი უიმედოდ!ვინ ისურვებს დაქცევას დაზვარს ვინ აქცევს საბალახედ?!ქვას ვინ ესვრის ამ სევას დაქვას ვინ ესვრის ამ ფარახეთს?!მარჯვნივ მრავალძალი მოფრენს,პირტიტველას ვმოძღვრავ შოფერს:- არ გაბრიყვდე! სულ ძუნძულითმოაშურებს ხალხი სოფელს!ხალხის ნიჭი, სანატრელო,ხალხის ჯიში მაიმედებს,ვინ, რომელი საქართველოჩვენს ხეობებს გაიმეტებს?!შეხე, საკალმახე დელტას!აქ ხეორი რიონს ერთვის.იქ რომ კაცი ყამირს ბელტავს,სამოსახლო მოჩანს ჩემთვის!როგორც ქოჩაკიძეს უთქვამს,(ტკბილ ლექსში აქვს გამოთქმული).მანდ თუ ფაცხა არ განახომთა-კორტოხზე წამოდგმული,მაშინ-ლებანიძე მოკვდეს!მაშინ მისი ხელი გახმეს!შეხე, რა მდინარე მოხტის!შეხე, რა ხეობას ახმევს!..ჯერ კი აღმა მივუყვები,ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას:რა ხეობა-ჭიუხები!რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!3უყურძნო მთის რაჭა მესამე რაჭაა,ენკენისთვეა და ჩამოთოვს საცაა,აქეთ - უწერაა, იქ კიდევ - შოვია.შოდაზე კიდევაც ჩამოუთოვია.მამაღმერთს სილამაზე პირქუშად ჰყვარებია:ლამაზი ხარო და - მთის რაჭა... ღარიბია.ქერზე და კარტოფილზე გადივლის იოლადგლოლა და საგლოვლო, ღები და ჭიორამაგრამ აქ სიცისფრეა, სხვა მზეა, სხვა ცაა -მესამე რაჭაა, მესამე რაჭაა.ჭრილობა გაუგრილეს რკინით დაშანთულიაქ პოეტს - ფარაონს გაუწყვეს ფანჩატური.აქ "ნიკორწმინდისას" პეონებს კიბავდაგალაკტიონი და აბრეშუმს თიბავდა...კი! ჩემი სამშობლო - ულამაზესია!კი! ჩემი მდინარე - ურა ფაზისია!კი! ჩემი სატკივარი - ჩემი ხეობაა!კი! ქვეყნის დღეობა - ჩემი დღეობაა!კი! სარწმუნოება ჩემი - მხნეობაა!
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი