პოეზია · ლირიკა
პროფესორ გიორგი ნაცვლიშვილს და მის მოწაფეებს
გილიოტინითორთავ ხელი, მაჯაში წაჭრილი,ბასტურმასავითჩაწყობილი ემალის ქვაბში,შემოაქვთ ცალკე,მოაგორეს ცალკე ყმაწვილი -ცხრამეტი წლისა,უწვერული,სრულიად ბავშვი.საჭირო არისწაკერება მაჯაზე მტევნის,გადარჩენა როგორმე ბალღის,მაშასადამეგამოჩხრეკა ყოველი ნერვის,ზუსტად მორგებაშესატყვისიყოველი ძარღვის.და ჰა, ქართველიდასტაქრების გამოდის გუნდი,გადასაჭრელადუბედური ყმაწვილის ბედის -ხუთი მამაცი,ხუთი გმირი, ვაჟკაცი ხუთიხელებს იბანს დანირშეცვლილიყმაწვილთან შედის...არის თუ არაეს, საერთოდ, მასალა ლექსის?!ვფიქრობ ჩემთვის დააბუზული ტალანში ვდგავარ;ხმა გამოისმისპალატიდან გმინვის და კვნესის,მეც გასაჭრელიამ ხალხს, ვიციხვალ თუ ზეგ ვყავარ.წუთი წუთს მისდევს,ხუთნი ბეწვის გადიან ხიდზედა თორმეტ საათსდასტაქრების ომი გრძელდება,ოპერაცია,დაწყებული საღამოს შვიდზე,დამთავრებულა __დილის შვიდზე კიდეც თენდება...სისრულეშიამოყვანილი მაჯებზე მტევნისწაკერება დაშებრუნება ბედ-იღბლის ჩარხის,დიდი სიფრტხილითგამოჩხრეკა ყოველი ნერვის,ზუსტად მორგებაშესატყვისიყოველი ძარღვის.ხოლო დასტაქრებს, -თუ გარდახდა საბრალო ყმაწვილს,არანაკლებიმათ გადახდათ საკუთარ წილად, -ვხედავ: დამსხდარანდა, შემდგომად უმძიმეს ღვაწლის,ქანცგაწყვეტილთ დატანგაუხდელთ სკამებზე სძინავთ...სძინავთ ვალმოხდილთ,სძინავთ მაშვრალთ, თენდება გარეთ, -ჩემი სალამიდა მადლობაც მათ ჩემდა წილად -ვარ, ვცოცხლობ, დავალგარდუხდელი მათდამი ვალით, -კი, არაერთხელმეც ვგდებულვარსიკვდილის პირად...კურთხეულ იყოს,განწირულის ვინც ცოცხლობს შველით,თავს დასდგომიავინც ჭირშიმყოფს ბნელში სანათით!იდიდოს ღვაწლი,გაწეული დასტაქრის ხელით,დასტაქრის დანითდა დასტაქრისთეთრი ხალათით!