პოეზია · ლირიკა
ორღობის თოვლში
ორღობის თოვლში კაცები დგანან _ჰკვნესენ, კასპისას კლდეს გასცქერიან,`ვეფხისტყაოსნის~ სამებას ჰგვანან _თოვს და სამშობლოს ზამთარს შვენიან...
არც ნამეტნავად მთვრალები ჩანან,არც მთლად ფხიზლებში სწერიან...`საქართველოო, ლამაზო~... _ჩემი დაიას ლექსსა მღერიან.