↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის საღამო

ბიბილაშვილი ზაზა

2024-03-131 წთ საკითხავი6214 ნახვა

—
ვნელში აკაციებიდგანან დაქანცულები.მოსუნსულდა ოცნებადა ჩემს ფერხთით მიწვა.ვარსკვლავეთის დათვებიისე დაძუნძულებენ,ვარსკვლავების ფოთოლიებერტყება მიწას.
ჩუმად! –მთვარეს ბალიშზეთავი მიდებული აქვს;ჰა და ჰა და ჩაყვინთავსუზრუნველი ფშვენით.და რა მშვენიერიადა რა დიდებულიაფოთოლცვენა,საღამოდა აჩრდილი შენი.
იწვის ოქროს ალებითშემოდგომის საღამო.დაიწვება ბოლომდედა იქცევა ღამედ.მინდა, შენი ტუჩებიჩემებთან შევახამო -ფიქრში შევახამო - დააქაც ვერ ვახამებ.
ღრუბელს ყელი გაუშრა -მოყლუპა და დაცალასიყვარულით პირამდემთვარე ავსებული.არჩევანი მაცალა? –ნექტარსა და სამსალასერთი-ერთზე მიზავებსსულწასული გული.
აკაციას ადნებატანზე ოქროს ბექთარი.აკაციაც ამ ღამითიმოსება, ხამით.ათას ღამეს თუ კიდევინექტარებს ნექტარი,ერთი ღამეც იქნება -ისამსალებს შხამი.
ბნელში აკაციებიდგანან დაქანცულები.მოჩუჩუნდა ნიავიც,ფაჩიფუჩით მიწვა.გეგონება, წუთებიწამებს აკნაწუნებენ,როცა ფოთლის ჩენჩოთიიწინწკლება მიწა.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი