↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შენ ამ ქალაქის

ბიბილაშვილი ზაზა

2024-03-131 წთ საკითხავი6220 ნახვა

—
შენ ამ ქალაქის არა ხარ კაცი.შენ არ ხარ კაცი არა ქალაქის.ჯობს, მარტოობის მიენდო ქარცივს,ჯაგნარში კალთით აგროვო ანწლიდა მერე სევდის ღამე გალოკო.
აქ შენი ტომი სიცოცხლით ძღება,მიფიცხებული ყოფის სამოთხეს.სანუკვარ წამთა ნუ ელი ცხვება,ობლისთვის კვერი ნაცრისა ცხვება,როგორც არ უნდა კარგად გამოცხვეს.
აქ სიყვარულიც შენი ყალბია -თავწაგლეჯილი მამლის ყივილი.თუმცა კი ეტრფი თევზისკაბიანს -ცას მქრალი მთვარეც თუ არ აბია,ღამისფერია ღამით ყოველი.
და თუ ეგ ღამე მხოლოდ შენ გაწვიმს,გაწვიმოს სადმე განმარტოებით.შენ ამ ქალაქის არა ხარ კაცი.შენ ამ დროების არა ხარ კაცი.შენ არ ხარ კაცი არა დროების.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი