პოეზია · ლირიკა
* * * უნდა დაგიბრალო
უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებითსული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ დასანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებითისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები..