↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიახლოვე

ჩიქოვანი სიმონ

2007-04-131 წთ საკითხავი3255 ნახვა

—
ეგებ აღმზრდელი იყო ვარძია,ანუ ხერთვისზე თქმული ვაება,ჩემი აკვანი ვინ დაარწია,ქარიშხალმა თუ დედის მკლავებმა?
სად არის დედა,შევიძლო მირქმა,ნანგრევთან ვეძებ, მარჯვენას ვუწვდი,ეგებ ახლოა მიმწუხრის მიღმა,ვზივარ და ღამის ნაპირზე ვუცდი.
ეგებ შუა არის ნაბიჯი სამი,ეს მცირე სივრცე სად არ ისპობა?როგორ მაშორებს ხამხამი წამის,როგორ გვაერთებს მარადისობა.
1940 წელი.
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი