პოეზია · ლირიკა
უცნაური სურვილი
ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ,უნდა ვიცოდე სახება მისი.ის უნდა იყოს ზედმეტად სათნოდა თავწაკრული სამშობლოს ნისლით,
სიტურფით ჰგავდეს პატარძალს მინდა,ოსტატის მკლავი ამკობდეს კიდეც.ხელსაწყოდ ჰქონდეს ობოლი რითმადა თიბვის ნაცვლად ჩუქურთმას სჭრიდეს.
ფრთა მომიქსოვოს გარანდულ ჩხირითგადამაფაროს ლამაზი ფრთენი.გვალვაში მარგოს კოპიტის ჩრდილიდა ცაზეკვალი,მდინარის მჩენი.
მარტო თუ მოვა, ლამაზი იყოს,ვით ქალაქის მთებით შემკული ვაზი.მე დამამსგავსოს ვენახის ჭიგოს,შემომეხვიოს ვაზივით ნაზი.
წაიღოს ჩემი სიცოცხლის ჩრდილი,წალკოტში დამრგან გამრჯე მკლავებით.და მაშრიალოს დამე და დილითფართო ფოთლებით და ვარსკვლავებით.