პოეზია · ლირიკა
უცხო საყურე
მე დამესიზმრა უცხო საყურე,როგორც პეპელა, ვარდზე გაჭრილი,წამოვვარდი და კარი დავხურეარსად გაფრინდეს შენი აჩრდილი.
არ გამიფრინდეს წინანდლის დილა,დილის მშვენებას ვერ ვეურჩები.საყურის ჩრდილში ვინ დაიჩრდილა,ვინ გაიგრილა ცხელი ტუჩები.
როგორ დაფუშე სულთა კავშირი,შენმა ტკბილმა ხმამ გული მატკინა.მტკვართან ზის ობლად ბარათაშვილი,რატომ დასტოვე მარტო, კატინა?
შეპყრობილი ვარ წარბთა მშვენებით,მომწვდა ჟუჟუნა თვალთა ისარი,მეც დაგედევნე ცხენის ჭენებითდაშინ ვერასდროს ვერ მოგისწარი.
ვერ დავეწიე წინანდლის ირემს,როგორც ზარის ხმა, ფხის ხმა ვთალე.ვპოვე ტაძარი,ტაძარში ვწირე,სადაცსაყურეს დაჰყურებს მთვარე.
ჩემს შემოჭვარტულ სანთურს გავტეხავ,შუბლს გავიგრილებ სარკმლის მინაზედა ჩემსკენ მოჰქრის სიზმრად ამდენ ხანსნაბადმოსხმული შენი სინაზე.
მე დამესიზმრა უცხო საყურე,როგორც პეპელა, ვარდზე გაჭრილი, -წამოვვარდი და კარი დავხურე,არსად გაფრინდეს შენი აჩრდილი.