↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მახინჯაური და მწვანე კონცხი

ჩიქოვანი სიმონ

2009-04-131 წთ საკითხავი3215 ნახვა

—
მახინჯაური და მწვანე კონცხი,ზღვა და ლაჟვარდის გაშლილი ბადე,დილით კოპწია, მიმწუხრე მორცხვი,გულის ორივე ერთგული მდადე.
შეყვითლება და სიწითლის რიდი,ფერდაკარგული ცაცხვი და დაფნა.ყველგან ბაასი წყნარი და მშვიდიდა ზღვაზე მარტო ქათქათა აფრა.
მსურს დავაღწიოსიწყნარეს თავი,ღელვა ავტეხო ნიჩბების ცემით,ზღვაურში მარტოდ შევაგდო ნავიდა ვატორტმანო სიცოცხლე ჩემი.
1965 წელი.
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი