პოეზია · ლირიკა
მარიკას
ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით,სინამდვილეა, არ ეგონოს ვინმეს იგავი.
თოთქოს ოდესმე ბუხრის ახლო ერთად ვნატრობდით,ჩვენი წილხვედრი რომ აგვენთო ერთი ნაფოტიც.
პირველყოფილი თუ ვიყავი კაცი ველური,როგორც პირველ კვამლს, დაგხაროდი გაკვირვებული.
თითქოს ყრმობისას გამოვჭედე ოქროს ბეჭედიდა იმ ბეჭედში ჩასასმელად შენს თვალს ვეძებდი.
ცხრაას თოთხმეტი, წვიმიანი ცხრაას ცვიდმეტი,ვერსად ვიპოვე, არ მარგუნე შვება მცირედი.
ოცდასვიდი და სექტემბერი ოცდაცამეტის,ღარიბი ბინა, მწყობრად ცვენა მყუდრო წამების.
ეს იყო მაშინ ტრფიალების გამომნასკვავიდა შენი მზერით მამშვენებდა ორი ვარსკვლავი.
შემდეგ ცხოვრება უვარამო და ჭეშმარიტი,სათუთი სითბო, მოსავლელი და მოსარიდი.
ორმოცდაერთი ან მშფოთვარე ოცდაჩვიდმეტი,რამდენ შემთხვევამ გადაგვალვა ჩემი იმედი.
გამკრავი ქარი, მოგონება და სინანული,რასაც მთლიანად ეწოდება მართლა მამული.
ღამით ადგომა, მძინარ ბავშვის საბნის სწორება,მსობლიურ გრძნობის ყოველღამე განმეორება
ეს არის ჩვენი დღე და ღამე გამომნასკვავიდა მაგიდაზე ანთებული ორი ვარსკვლავი.
ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავითსინამდვილეა, არ ეგონოს არვის იგავი.
დაფნა რად გვინდა, გავეხვიოთ ციხის სუროშიდა, როს მოვკვდებით მოვთავსდებით ერთად კუბოში.