↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსის დაწყება

ჩიქოვანი სიმონ

2016-09-121 წთ საკითხავი4919 ნახვა

—
ლექსის დაწყება ძნელია ასე,როგორც შენობის საძირკვლის ჩაყრა,ზღვის მიმოქცევა ვერ ავითვისე,თუმცა შემიჩნდა სიმღერის მახრა.
ლექსის ამოთქმა არ ვარგა ყელით,თუ არ ამოყვა სული და ხორცი,თუ არ დაერთო წყაროს ხმა წრფელიდა მთის ყვავილის მშვენება მორცხვი.
მაინც რა არის სიმღერის ფუძე,ჩემი წყლული თუ ხალისის სხვისი ,ჟუჟუნა წვიმა ჯეჯილის მძუძე,თუ მთის ალერსით დაღლილი ნილი?
ან საფანელი რა არის ლექსისი,ტბაზე ჭავლი თუ სრიალი ტივის,სატრფოს თვალებში გაკრული კვასითუ სურნელება დაზვინულ თივის?
ლექსის დაწყება ძნელია , როგორცდაძლევა გულში ჩაჟანგულ ეჭვის,როგორც ვარსკვლავის შერჩევა ცაზედა ჯაგში ყოფნა დაკარგულ ბეჭდის.
მაინც სად ჰპოვებს ოცნება საკვებს,ხვავით ვინ ავსებს საგულე კალთას?ლქსი ჰგავს ნებზე აკვამლულ სარკმელსდა სიბერესთან სიცოცხლის კამათს.
1940
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი