↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისის თოვლი

ჩიქოვანი სიმონ

2016-09-121 წთ საკითხავი4920 ნახვა

—
თოვლში თბილისი უტურფესია,ყლორტზე ნაზია თოვლის ფიფქები,მთებზე ვარდები დამითესია,თუმცა მკრეფელი მე არ ვიქნები.
მთებზე მფრინავი ფანტელებია,მე კი მგონია - ჰყვავის ტყემლები,ხევში გალობით გამთენებიადა მთებს კვამლივით თავზე ვევლები.
მეწვის ვერაზე სულის საკმელი,შენი მშვენების გავხდი მოწამე.შენი ფიქრი და შენი საქმენიგულის სასწორზე ბევრჯერ ავწონე.
ისანში ღვინო არ მითხოვია,მწუხრით სავსეა ღვინის ჭიქები.თბილისის მთებზე დაუთოვია,თოვლს დაუფარავს ჩემი ფიქრები.მაინც თბილია შენი კალთები,საგზლით ივსება გულის კალათი,შენი მშვენებით ბევრჯერ დავთვრებიდა ვერ მივაღწევ სახლის კარამდი.
ჩემი სისხლია თოვლში ჩაღვრილი,მაინც თეთრია თოვლის ფიფქები.შენი ყელი ვარ, შენი საყვირიდა შენი ფესვიც მალე ვიქნები.
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი