↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთას

აბაშიძე გრიგოლ

2011-04-131 წთ საკითხავი4159 ნახვა

—
მთაო, თვალ-უწვდო მწვერვალიცისთვის რომ მიგიბჯენია,ნუ იხვევ ნისლს და ღრუბლებსა,შავად თენდების დღენია!ხომ იცი, მთაო, შენ უკანსძინავს ციურსა ლამპარსა:იმ ქვეყნის ლამაზს ძუძუს სწოვს,ანგელოზთ უსმენს ზღაპარსა,სამოთხის ვარდი გულს იმკობს,სწმენდს თავის ისრებს ნარ-ნარსა,რომ მეტ სიამით მოჰხედოსსაამქვეყნიო მაღნარსა,მადლი და ძალი მოჰფინოსკვნესად და ცრემლად დამდნარსადა კელეპტარი აღუნთოსძმობის, ერთობის ტაძარსა...მაშ, მთაო, მწვანევ, ზურმუხტო,მთაო დარაჯო ქვეყნისა,ნუ სტირი, ნუღარ ქვითინებ,ნუღარ გდის ღვარი ცრემლისა;შეხედე-სხივი გაშუქებსმიმომფანტველი ბნელისა,წინა-მორბედი მზის მოსვლის,წყვდიადისაგან მხსნელისა,ყინულ-სიცივის მაქრობი,მომსპობი ხაშმის მწველისა,სულის ჩამდგმელი მშრომელთა.დამლხინებელი ველისა...
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი