↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სიმღერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-04-131 წთ საკითხავი98907 ნახვა

—
ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი,სურათი რამე, კარგზე მგლოვარი,ზოგს ვარდი - წიგნში ჩანატოვარი, -ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი,ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი, -ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.თმა, როგორც განძი ძნელსაშოვარი,წიგნი რამ, ომით მონაპოვარი,საფერფლე, მამის დანატოვარი, -ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარიყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი