↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი მეეტლე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-132 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ჩემი მეეტლე გზად მღერისმრავალ ლექსსა და არაკსა,ეს რომ არ იყოს, ისე ხომმოსაწყენია შარაგზა.ეტლის კოფოდან მეეტლემჩემსკენ რომ გამოიხედა,მათრახი განს გაიშვირა,სთქვა: სახლსა ხედავ იქეთა?იქ ერთი ვინმე რომ სცხოვრობს -მსურს გითხრა მისი ამბავი,თქვენ ხომ მწერალი ბრძანდებით,საქმეა დასასტამბავი.თავმჯდომარეა არტელის,კაცი კი არა, ჭოტია,ამაღლებული ვინმეა,სახელად ჰქვია ოტია.თუმცა კბილები არა აქვს,პირს ხომ გააღებს ყველგანა,კბილებით არვინ შობილა,პირით კი - მთელი ქვეყანა.თან ლაპარაკობს, თანაც სჭამს,მტერსაც შეებმის თვითონ ის,ენაც სასწორის მსგავსი აქვს -რასაც დაუდებ, იწონის.ვითომ და ბობოლა იყო? -ვინა ხარ, საით მოდიხარ?იმისგან ვერას გაიგებ,თუ ენამ არ გამოტეხა.ენას ვერც ბოქლომს დაადებ,ვერც აუკრძალავ რაიმეს.სასიხარულო როცაა,მაშინ იძახის "ვაიმეს".ის ენა თაფლის მსგავსია,წყნარია, მოუბარია,ცხვარია იმისი ენა,საქმე ქაჯივით ცხარეა.თვითაც ხომ ქონდა მიწებიმეზობლისას სწვდა ის ასე,რაც ულვაშისგან აიღო,წვერს მიუმატა თვისასვე.ვინც გზაზე გადუდგებოდა,მივარდებოდა ოტია:- ხელზე რომ ხუთი თითია,ყველა ერთგვარი როდია.ჩემი მიწები სხვას მივსცე?ეს რა მითხარით „საჯაყი“,ჩემივე ხელით ჩემს ფეხზე,რათ შემოვიკრა ნაჯახი?არც ეს ნაკვეთი, არც ისა!ვერ გავსცემ, ეს ზღაპარია!რომელი თითიც მოვიჭრა -ტკივილი თანაბარია!არტელში იგი შევიდეს,ვინც არ სვამს, არც უჭამია,თუ არ მიიღებს რაიმეს,ხომ არას კარგავს, ძამია.ზედმეტი რომ აღმოაჩნდადა ჩამოერთვა მიწები,ვეღარ შველოდა ვერარასაბუთი დანამტკიცები.დააჩნდა უმიწაწყლობა,უგზობა, უღვთისმშობლობა,ჩამორჩენილის სხვებისგანქეციან ძაღლის ობლობა.ყრუ რომ ყრუ არის, ყურებითიგრძნობს, რაც მისთვის სჯობია,მივიდა თემ-აღმასკომში,სთქვა: მიწა დამიგმობია.ბრმა რომ ბრმა არის, მანც იცისარტელი რა მნათობია.ბრმამაც კი იცის, რომ დოშიმარილიანი რამეა;მიმიღეთ მეც თქვენს არტელში,თქვენი კაცი ვარ, ძამია!მართლაც მიიღეს, მაგრამ რა?თავისთავს სურს ემსახუროს,ქაჩალი ფარავს სიქაჩლეს,სანამდის ქუდი ახურავს.თავმჯდომარედაც გავიდაწინად ნაწყენი ოტია,მისწვდა ბეღლებსაც, მაგრამასინათლე ბნელში როდია,მალე საქვეყნოდ ეტყვიან:გაგიგეთ შენ რაც გწადია,და რაკი ხელს ჩასჭიდებენ,არც გაუშვებენ, ცხადია.გრძელ ენას, შეხედულებას,როგორ ენდობი გარეგანს.აბა, - გასძახა მეეტლემდა კვლავ ცხენები გარეკა.
1929
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი