↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96972 ნახვა

—
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია,მატარებლის დამღალველი ხმაური,რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!ყველაფერი სიზმარივით გათავდა,რასაც გული სიყრმით დაიხატავდა.
მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.არა - არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს,მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!სარკმელიდან - მთების უბეში ნიავსარვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია!იყო ღამე, იყო უდაბნოეთი,
ოდეს მშვიდი და უცნობი პოეტითვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,იმ ატმებს გაუმარჯოს იმ ატმის ყვავილებს!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი