პოეზია · ლირიკა
ნეკი-ნეკისაო
ნეკი ნეკისაო,შერიგებისაო,თეთრი ფისო სახურავზემზეს მიეფიცხაო.მიუსკუპდა შავი ლეკვი,მიუტანა კამფეტები:ტოფიტა და ბონი-ბონი,ირისი და კარამელი.ფთილასავით თეთრი ფისოიპრანჭება, იცინისო:_ ლეკვს რომ ფისო შეუყვარდეს,გაუგია ნეტავ ვისო.სხვა რა უნდა გავიფიქრო,ეს ისედაც ცხადიაო,კამფეტების ჩუქება ხომსიყვარულის ბრალიაო.ნეკი ნეკისაო,ეს რა გვეღირსაო,შავი ლეკვი ფისუნიასშერიგებისაო.