↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლოცვისთვის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96968 ნახვა

—
ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს.შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან.მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებსდა შენი ლოდინის სიმღერას გავატან.
ასეთი ვარდებით ივსება აუზი,დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა:წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს ქაოსი!შენ, ჩემო გენიავ, გრიგალმა დარეკა!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი